მალდინი:“ ნაპოლისთან ურთილესი მატჩები გველოდება, მაგრამ გუნდის ისტორია ბევრს ნიშნავს…
მილანის ლეგენდამ პაოლო მალდინიმ ჩემპიონთა ლიგაზე ნაპოლისთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.
„ჩვენ ნაპოლისთან ურთულესი მატჩები გველოდება, მაგრამ გუნდის ისტორია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ საკუთარი ძალების რწმენა გვქონდეს. ჩემპიონთა ლიგა თითოეულ გუნდს აძლევს შანსს, რომ სეზონში რაღაც გამორჩეული გააკეთოს და ჩვენ ამ შანსის გამოყენებას მაქსიმალურად ვეცდებით.
„საიდუმლო ინგრედიენტი ჩემპიონთა ლიგაზე ? შენ უდნა იოცნებო, ოცნების გარეშე მილანს ამდენი ტიტული არ ექნებოდა. ვიცით, რომ ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო შემადგენლობა არ გვყავს, მაგრამ ჩვენ ამბიციური ოცნებები გვაქვს.
„საფეხბურთო კარიერის დასრულებამდე მეც მეოცნებე ვიყავი, ამის გარეშე მე ჩემპიონთა ლიგაზე ასე წარმატებული არ ვიქნებოდი.“