მალდინის პსჟ და იტალიის ნაკრები ეპატიჟებიან…
პაოლო მალდინისა და მილანის გზები რამდენიმე კვირის წინ გაიყო, თუმცა ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთს მიღმა დიდი ალბათობით არ დარჩება.
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მალდინის იტალიის ნაკრები ტექნიკური სტაფის წევრობას სთავაზობს, პსჟ კი მას გუნდის ერთ-ერთი დირექტორის პოზიციას ჰპირდება.
დი მარციოს ცნობით, მალდინი ამ მომენტისთვის შვებულებაში გახლავთ და ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება, თუ სად სურს საქმიანობის გაგრძელება, არ მიუღია.