Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მალინოვსკი იტალიაში ბრუნდება

იტალიური და ფრანგული წყაროების ცნობით, რუსლან მალინოვსკი იტალიაში დაბრუნებასთან ახლოს არის.

SportMediaset-ის ინფორმაციით, ატალანტას ყოფილი ფეხბურთელის ტრანსფერზე ჯენოა, მონცა და ბოლონია მუშაობენ, თუმცა ამ მომენტისთვის გენუელები ფავორიტებად მოიაზრებიან.

წყაროს ცნობით, უკრაინელი ჯენოას 1-წლიანი იჯარით შეუერთდება, მისი შემდგომში 9-10 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულებით.