მანჩესტერი დუმფრისის ტრანსფერით ინტერესდება
ბრიტანული წყაროების ცნობით, მანჩესტერ იუნაიტედი ინტერის ფეხბურთელის დენზელ დუმფრისის ტრანსფერით ინტერესდება.
Sport Witness-ის ცნობით, წითელი ეშმაკების რიგებში ნიდერლანდელის ხილვა პირადად ერიკ ტენ ჰაგს სურს და ინგლისელები მწვრთნელის სურვილის დაკმაყოფილებას ეცდებიან.
წყაროს ინფორმაციით, ნერაძური დუმფრისის მარტივად დათმობას არ აპირებს და მის სანაცვლოდ მინიმუმ 40-45 მილიონს ითხოვს.