Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანჩესტერი ჰოილუნდის ტრანსფერზე მუშაობს

გავლენიანი გამოცემა The Athletic-ის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედი ატალანტას ფორვარდის რასმუს ჰოილუნდის ტრანსფერით სერიოზულად ინტერესდება.

წყაროს ცნობით, 20 წლის დანიელი ფორვარდი შეტევის გასაძლიერებლად წითელი ეშმაკების ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნეა და ინგლისელებს ფეხბურთელთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვთ.

გამოცემის ინფორმაციით, ატალანტა ახალგაზრდა ტალანტის სანაცვლოდ, რომელმაც ჩატარებულ 41 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა, 30-35 მილიონ ევროს ითხოვს.