მანჩესტერის სკაუტები კვარას აკვირდებიან…
ბრიტანული წყაროების ცნობით, მანჩესტერ იუნაიტედი ნაპოლის ვინგერის ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით ინტერესდება.
გამოცემა 90min-ის ცნობით, წითელი ეშმაკების სკაუტები ესპანეთი-საქართველოს მატჩს დაესწრნენ და მათი დაკვირვების ობიექტი სწორედ ქართველი ტალანტი იყო.
მანჩესტერი ჯეიდონ სანჩოს შემცვლელის ძიებაშია, რომელიც გუნდს უახლოეს პერიოდში დატოვებს და კვარა 23 წლის ინგლისელის ერთ-ერთ პოტენციურ შემცვლელად მოიაზრება.
ნაპოლი თავის მხრივ გუნდის ლიდერის მარტივად დათმობას არ აპირებს და მასთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მუშაობას უკვე შეუდგა.