Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: მანუელ ლოკატელიმ იუვენტუსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

იუვენტუსის ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

იტალიელი ფეხბურთელი ტურინული გრანდის რიგებში 2028 წლის ზაფხულამდე დარჩება, მისი წლიური გასამრჯელო 3.3 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

ლოკატელის შემდეგ, იუვენტუსი უახლოეს პერიოდში კონტრაქტის გახანგრძლივებას ნიკოლო ფაჯოლისთან დაადასტურებს.