Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

Marca: ზიდანმა იოვიჩის გუნდიდან წასვლას მწვანე შუქი აუნთო

შეტევაში არსებული პრობლემების მიუხედავად, მილანისთვის ამ ეტაპზე ფორვარდის გაფორმება პრიორიტეტული არ არის, თუმცა არის რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებსაც როსონერი ყურადღებით აკვირდება და ერთ-ერთ მათგანი მადრიდის რეალის შემტევი ლუკა იოვიჩია.

ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, იოვიჩი ზიდანისთვის შეტევის გასაძლიერებლად მხოლოდ მესამე ოფციაა, სერბ ფეხბურთელს კი მეტი სათამაშო დროის მიღება სურს და მან გუნდს გაშვება სთხოვა. მიმდინარე სეზონში იოვიჩმა 208 წუთი ითამაშა.

რეალმა იოვიჩი 2019 წელს 65 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა და რა თქმა უნდა, მას იგივე ფასად, მითუმეტეს ზამთარში ვერ გაყიდის, ამიტომ ბლანკოსს ფეხბურთელის იჯარით გაშვება მოუწევს და მილანი მზად არის 23 წლის ფორვარდი ბრაჰიმ დიასის მსგავსი ხელშეკრულებით დაიმატოს.

გათიშვა