Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

Marca: ისკოს მილანში ტრანსფერის შანსები საკმაოდ დიდია

ესპანური გამოცემა Marca-ს ჟურნალისტის ფელიქს დიასის თქმით, მადრიდის რეალის შემტევი ნახევარმცველის ისკოს მილანში ტრანსფერის შანსი საკმაოდ მაღალია.

ისკო რეალის გეგმებში არ შედის და ესპანელი ფეხბურთელი დიდი ალბათობით გუნდს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვებს. წყაროს თქმით, კვირას გამართული ამხანაგური მატჩი რეალსა და მილანს შორის მხარეებს შორის მოლაპარაკებების გამართვის კიდევ ერთი შესაძლებლობა გახდა, რომელიც როსონერიმ კარგად გამოიყენა.

წყაროს ცნობით, ბლანკოსი მზად არის ისკოს 15 მილიონის სანაცვლოდ შეელიოს, ამ თანხის გადახდა კი მილანს ჰაუგეს გაყიდვის შემდეგ არ უნდა გაუჭირდეს და თუ გუნდი არჩევანს 29 წლის ესპანელზე გააკეთებს, ტრანსფერის წარმატებულად დასრულების შანსი საკმაოდ დიდია…