Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: მარკო არნაუტოვიჩი ინტერის ფეხბურთელია

ინტერმა ბოლონიადან მარკო არნაუტოვიჩის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ლომბარდიულ გრანდს 34 წლის ფორვარდის გაფორმება 8 მილიონი ევრო დაუჯდა, რასაც მომავალში ბონუსების სახით კიდევ 2 მილიონი დაემატება.

ავსტრიელმა ფორვარდმა ინტერთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, მისი შემდგომში კიდევ 1 წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.