Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მაროტა:“ ატალანტასთან რთული მატჩი გველოდება, ჟელინსკი ?…“

ინტერის დირექტორმა ბეპე მაროტამ ატალანტასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„ატალანტა ბოლო წლებში სერია ა-ს ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური გუნდია. ბერგამოში თამაში მარტივი არასოდეს არის და ვიცით, რომ წინ რთული მატჩი გველოდება, მაგრამ გუნდი ამ გამოწვევისთვის მზად არის.

„გვითხრა თუ არა სკამაკამ უარი ზაფხულში ? ჩვენ შეტევის გასაძლიერებლად არაერთ კანდიდატურას განვიხილავდით და ჯანლუკა მათ სიაში იყო, თუმცა აქტიური მოლაპარაკებები არ გაგვიმართავს, რადგან მის გასაფორმებლად შესაბამისი პირობები ვერ დავინახეთ.

„ლაუტაროს კონტრაქტი ? მოლაპარაკებები გარკვეულ დროს მოითხოვს და იმედი გვაქვს, რომ ჩვენ მარტინესის ხელშეკრულებას მოკლე დროში გავაფორმებთ.

„ჟელინსკი ? ამ მომენტისთვის არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. ჩვენ მარკეტს ყურადღებით ვაკვირდებით და თუ გუნდის გაძლიერების შანსი გვექნება, მის გამოყენებას ვეცდებით.“