მაროტა:“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი მთელი ქალაქისთვის საამაყოა, ინძაგი ?…“
ინტერის დირექტორმა ბეპე მაროტამ მილანთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
„დღევანდელი მატჩი არის ქალაქისთვის და მთელი იტალიური ფეხბურთსთვის სიამაყის დიდი საბაბი, ეს მთელი მილანისთვის გამორჩეული საამოა.
„ჩვენ ძალიან რთული გზა გამოვიარეთ და აქ ყოფნას ვიმსახურებთ. მუნდიალის გამო, ეს ანომალური სეზონი იყო, რომლის მსვლელობისას გუნდს არაერთი სირთულის გადალახვა მოუწია, მაგრამ ჩვენ ძლიერი ხასიათი არაერთხელ დავამტკიცეთ.
„ინძაგი ? ჩვენ სეზონს ბოლო მატჩის შემდეგ შევაჯამებთ, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან ჩვენ ყველა ტურნირზე ასპარეზობას ვაგრძელებთ, რაც ძალიან კაგი შედეგია. ერთადერთი შავი ლაქა სერია ა გახლავთ, სადაც ჩემპიონობისთვის ვერ ვიბრძოლეთ, მაგრამ წელს ნაპოლის გამორჩეული სეზონი ჰქონდა და ჩემპიონობა დაიმსახურა.”