Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მაროტა:“ ჩვენ ფინანსური სტაბილურობა გვჭირდება, ლუკაკუ ?…“

ინტერის გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამ Gazzetta dello Sport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ლუკაკუ ? არ ვიცი, რა გეგმები აქვს ჩელსის, ვინ იქნება მათი მწვრთნელი და რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის. თუ ჩელსის სათავეში მოვიდა სპეციალისტი, რომელიც რომელუს დაბრუნებას მოისურვებს, ჩვენ ვერაფერს შევცვლით. რომელუ ძალიან ხარისხიანი ფეხბურთელია, მაგრამ ფაქტი უცვლელია, ის ჩელსის საკუთრებაშია.

„დიბალა ? ის დიდებული ფეხბურთელია, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომელიც გუნდში არსებულ სიტუაციას შეეფერებოდა და ვფიქრობ, რომ მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც რომა აირჩია.

„ერთი ფეხბურთელი, რომელსაც რესურსის ქონის შემთხვევაში გავიფორმებდი ? არჩევანი ძალიან დიდია, მაგრამ მე ჰოლანდს ავირჩევდი, რომლის გაფორმებასთან იუვენტუსში ახლოს ვიყავით.

„ახალი კონტრაქტები ? ჩვენ უნდა გავაანალიზოთ, რომ იტალია ფეხბურთის ელ დორადო აღარ არის და ვიმუშაოთ ისე, როგორც ამის საშუალებას ჩვენი ფინანსები მოგვცემენ. ჩვენ ხარჯების შემცირება უნდა ვცადოთ, ამისთვის კი აქცენტის ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გაკეთებაა საჭირო.

„რა თქმა უნდა, ეს გუნდის ამბიციების ხარჯზე არ უნდა მოხდეს და ჩვენი საქმეც სწორედ ეს არის, რომ გუნდს შევუნარჩნოთ კონკურენტუნარიანობა ისე, რომ ფინანსურად ჯანსაღ სიტუაციაში ვიყოთ.“