მაროტა:“ ინძაგი დიდი ალბათობით დარჩება, ონანა არ იყიდება“
ინტერის დირექტორმა ბეპე მაროტამ ალესანდრო ანტონელოსთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„გუშინდელი მატჩი ? ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, მაგრამ ზედმეტი ეიფორია არავის არგებს, წინ კიდევ 1 მატჩია დარჩენილი და ჯერჯერობით ფინალში თამაში განაღდებული არ გვაქვს.
„იქნება თუ არა ინძაგი ინტერის მწვრთნელი მომდევნო სეზონში ? ვფიქრობ, რომ დიახ. ჩვენ სეზონს ზაფხულში შევაჯამებთ და საბოლოო გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ, მაგრამ ამ მომენტისთვის ჩვენ სიმონეს პროფესიონალიზმით, მისი საქმისადმი მიდგომით კმაყოფილები ვართ.
„გავყიდით თუ არა ონანას ? სატრანსფერო ფანჯარაზე საუბარი ძალიან ადრეა, მაგრამ მისი გაყიდვა ჩვენს გეგმებში არ შედის.“