მაროტა:“ სანჩესის ვარიანტს განვიხილავთ, ლუკაკუ ?…“
ინტერის დირექტორმა ბეპე მაროტამ საინტერესო თემებზე ისაუბრა და დაადასტურა, რომ ნერაძური ალექსის სანჩესის დაბრუნებას განიხილავს.
„კორეას მეტი სათამაშო დროის მიღება უნდა და ჩვენ ამას ვერ დავაიგნორებთ. პიერო აუზილიო ამ საკითხზე უკვე მუშაობს, ალექსის სანჩესი კი გამორჩეული ჩემპიონია, რომელიც ინტერში დაბრუნების წინააღმდეგი არ არის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია.
„ლუკაკუ ? დღევანდელ ფეხბურთში ასეთი შემთხვევები გასაკვირი აღარ არის. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ რომელუმ იმედები გაგვირუა. არ ვიცი, სად გააგრძელებს ის კარიერას, მაგრამ მეეჭვება, რომ რომელუ იტალიაში დაბრუნდეს.
„სამარჯიჩი ? დღევანდელ ფეხბურთში ფეხბურთელები ერთ დღეს თანხმობას გიცხადებენ, მეორე დღეს კი ახალ პირობებს გიყენებენ, თუმცა ჩემს ასაკში აღარაფერი მიკვირს.
„პავარი ? ჩვენ მის გასაფორმებლად კარგ პოზიციაში ვართ. ინტერი ამბიციური გუნდია და ჩვენ შესაბამისი ფეხბურთელების გაფორმება გვსურს, პავარი კი ერთ-ერთი მათგანია.“