Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მაროტამ დიმარკოსა და ლაუტაროს კონტრაქტების სიტუაციაზე ისაუბრა

ინტერის გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამ ლაუტარო მარტინესთან და ფედერიკო დიმარკოსთან ახალი კონტრაქტების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებზე ისაუბრა.

„ჩვენ დიმარკოსთან და ლაუტაროსთან მოლაპარაკებებს ვაგრძელებთ. ყველაზე სასიამოვნო არის ის ფაქტი, რომ მათ ჩვენთან დარჩენა სურთ, რაც იმის კიდევ ერთი მაჩვენებელია, რომ გუნდს ძლიერი ბირთვი აქვს, პროექტი, რომელიც უმაღლესი დონის ფეხბურთელების დარწმუნებას ახერხებს.

„ჩვენ საჩქარო არაფერი გვაქვს და გვჯერა, რომ საერთო ენის გამონახვას ძალიან მოკლე დროში შევძლებთ.

„მოახლოებული მატჩი იუვენტუსთან ? იუვე-ინტერი იტალიური ფეხბურთის გამორჩეული დაპირისპირებაა, ამ ყველაფერს კი ისიც ემატება, რომ გუნდები პირველ ორ პოზიციას იკავებენ. ასეთი შეხვედრები იტალიური ფეხბურთისთვის ძალიან სასარგებლოა.“