Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მარსელი მილანის ვინგერით ინტერესდება

მარსელი მილანის ვინგერის ალექსის სალემაკერსის ტრანსფერით ინტერესდება და იტალიელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ბელგიელი ფეხბურთელი სტეფანო პიოლის გეგმებში აღარ შედის და მას გუნდთან ერთად ვარჯიშის საშუალებაც არ ეძლევა, ამიტომ მისი წასვლა მილანიდან ფაქტობრივად გადაწყვეტილია.

MilanNews-ის ცნობით, ფრანგები სალემაკერსის 1-წლიანი იჯარით გაფორმებას გეგმავენ, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, მილანს კი ფეხბურთელის გაყიდვა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის მსვლელობისას სურს…