Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მასარა შესაძლოა იუვენტუსის სპორტული დირექტორი გახდეს

იტალიური მედიის ინფორამციით, მილანის სპორტული დირექტორი რიკი მასარა, რომელთან კონტრაქტის გაწყვეტას როსონერი ოფიციალურად უახლოეს საათებში დაადასტურებს, შესაძლოა იუვენტუსის რიგებს შეუერთდეს.

მილანმა პაოლო მალდინის წასვლა უკვე ოფიციალურად დაადასტურა, მასარასთან კი კონტრაქტის ორმხრივად გაწყვეტის თაობაზე მუშაობა მიმდინარეობს და დანიელე ლონგოს ცნობით, მასარას თაობაზე გუნდი ოფიციალურ განცხადებას უახლოეს საათებში გააკეთებს.

წყაროს ცნობით, არ არის გამორიცხული, მასარა მილანის დატოვებისთანავე იუვენტუსს შეუერთდეს, რომელიც მის მიმართ ინტერესს გასულ ზაფხულსაც იჩენდა.