მატიჩი:“ მოურინიო დიდებული მწვრთნელი და პროფესიონალია“
რომას ნახევარმცველმა ნემანია მატიჩმა ჟოზე მოურინიოს შესახებ ისაუბრა.
„ჟოზე დიდებული მწვრთნელი და პროფესიონალია, რომელმაც კარიერაში უამრავი ტიტული მოიგო. ჟოზეს ყოველთვის გამარჯვება სურს და მისი მოტივაცია ამდენი წლის შემდეგაც კი არ იკლებს.
„მე ვამაყობ, რომ ჟოზესთან მუშაობა არაერთ გუნდში მომიწია, ეს მარტივი არ არის, თუმცა მე გამოწვევები არასოდეს მაშინებდა. ის გაიძულებს, რომ ვარჯიშებზე და უშუალოდ მატჩებში ყოველთვის 100 პროცენტით დაიხარჯო, ეს ყველაფერი კი ფეხბურთელს თავისი პოტენციალის სრულად გამოყენებაში ეხმარება.”