Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

Mediaset: მილანი მილენკოვიჩს იანვარში მიუბრუნდება

SportMediaset-ის ინფორმაციით, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მილანმა ცენტრალური მცველი არ გაიფორმა, ნიკოლა მილენკოვიჩია.

როსონერი ფიორენტინასთან ფეხბურთელის ტრანსფერზე საკმაოდ დიდი ხანი აწარმოებდა მოლაპარაკებებს, თუმცა იები ახალგაზრდა ცენტრალური მცველის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვდნენ და სხვა ვარიანტს არ განიხილავდნენ.

მილენკოვიჩს ფიორენტინასთან კონტრაქტი 2022 წლის ივნისში ეწურება და ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უარი უკვე თქვა, ამიტომ ფიორენტინას სხვა გზა არ ექნება გარდა იმისა, რომ ფეხბურთელი ზამთარში გაყიდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ფასი საგრძნობლად დაეცემა.

გამოცემის მტკიცებით, მილანმა მილენკოვიჩთან პირადი კონტრაქტის დეტალები რამდენიმე კვირის წინ შეათანხმა და ფეხბურთელის სურვილი შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.