Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

Mediaset: მილანსა და ჩალჰანოღლუს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა

Sport Mediaset-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებები მილანსა და ჰაკან ჩალჰანოღლუს შორის ახალი კონტრაქტის შესახებ ჯერჯეობით არც თუ ისე პოზიტიურად მიმდინარეობს.

ფეხბურთელს, რომელსაც მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან სეზონის ბოლოს ეწურება, სეზონში ხელფასის სახით 6.5 მილიონი ევრო სურს, მილანი კი 5 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებს, რაც ჰაკანის ამჟამინდელ ხელფასზე ორჯერ მეტია.

MilanNews-ის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ მხარეები შეთანხმებას იანვრამდე ვერ მიაღწევენ, მილანს თურქი ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს. მის გაფორმებაზე პრეტენზიას რამდენიმე გერმანულ გუნდთან ერთად მანჩესტერ იუნაიტედი და ნაპოლი აცხადებენ.