Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

Mediaset:“ რებიჩის თამაში დერბიში ფაქტობრივად გამორიცხულია“

Sport Mediaset-ის ინფორმაციით, ანტე რებიჩს დღეს ხელზე კიდევ ერთი გამოკვლევა ჩაუტარდა და სამწუხაროდ ფეხბურთელმა ტრავმის მორჩენა ვერ მოასწრო, რაც მის თამაშს 17 ოქტომბერს გასამართ დერბიში ფაქტობრივად გამორიცხავს.

მილანისთვის საბედნიეროდ, გუნდს 2 ლიდერი – ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ალესიო რომანიოლი დაუბრუნდა და დერბისთვის მზად არიან.

დიდი ალბათობით პიოლი მარცხენა ფლანგზე რებიჩის ნაცვლად რაფაელ ლეაოს დააყენებს.