Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მელუზო:“ ბერლინს პატივი უნდა ვცეთ, ოსიმენთან მოლაპარაკებები უკვე თვეებია გრძელდება…“

ნაპოლის დირექტორმა მაური მელუზომ ბერლინთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ საკუთარ თავებს მეტოქის დაუფასებლობის უფლება არ უნდა მივცეთ. ჩემპიონთა ლიგაზე მარტივი მატჩები არ არსებობს და ჩვენ ეს შეხვედრა მაღალი ინტენსიობითა და მეტოქის პატივისცემით უნდა ჩავატაროთ.

„ოსიმენი ? ის ნეაპოლში დაბრუნდა, ხვალ ვიქტორი სამედიცინო შემოწმებას ჩაიტარებს და ვნახოთ, რას იტყვის სამედიცინო შტაბი.

„ოსის კონტრაქტი ? ჩვენ ამ საკითხზე უკვე თვეებია ვმუშაობთ და გავაგრძელებთ მანამ, სანამ ჩვენ საერთო ენის გამონახვას შევძლებთ.“