Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მენიო სასუოლოსთან მატჩს გამოტოვებს

მილანის კარის დარაჯი მაიკ მენიო სასუოლოსთან მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

Sky Sport-ის ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელი გადაღლილობის გამო გუნდთან ერთად ვარჯიშს ვერ ახერხებს, ამიტომ მას დასვენების საშუალება მიეცემა.

წყაროს ცნობით, მენიო მილანის სასტარტო შემადგენლობაში რომასთან უმნიშვნელოვანეს მატჩში დაბრუნდება.