Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მერეტის აგენტი:“ ნაპოლისთან კონტრაქტის გახანგრძლივება გვსურს, თუმცა…“

ნაპოლის კარის დარაჯის ალექს მერეტის აგენტმა ფეხბურთელის კონტრაქტის სიტუაციასა და მიმდინარე სეზონში პარტენოპეის სირთულეებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, იტალიელი კიპერის მიმდინარე კონტრაქტი ნაპოლისთან სეზონის ბოლოს იწურება.

„მერეტი ნაპოლის რიგებში ძალიან ბედნიერია და ჩვენ ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებების წინააღმდეგები არ ვართ, თუმცა არსებობს ეკონომიკური ასპექტები, რომელთა თაობაზეც ჩვენ საერთო ენის გამონახვა მოგვიწევს.

„სირთულეები ნაპოლიში ? ვფიქრობ, რომ ეს მოსალოდნელი იყო. ნაპოლიმ დაკარგა მწვრთნელი, რომელმაც გუნდს 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტო მოუტანა, ასევე გასული სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი. რა თქმა უნდა, არსებულ სიტუაციაში რუდი გარსიას წვლილიც არის, მაგრამ მას ნაპოლიში გარკვეული სირთულეები დახვდა, რომელთა გადალახვა მარტივი არ ყოფილა.“