Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მერეტის ულტიმატუმი ნაპოლის…

ნაპოლის კარის დარაჯის ალექს მერეტის აგენტმა გუნდის ხელმძღვანელობას ულტიმატუმით მიმართა.

იტალიელი კარის დარაჯის მიმდიანრე კონტრაქტი გუნდთან სეზონის ბოლოს იწურებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მან გუნდის მატჩების 70 პროცენტში მიიღო მონაწილეობა, ფეხბურთელის ხელშეკრულება ავტომატურად კიდევ 1 წლით გახანგრძლივდა.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ფეხბურთელის აგენტი ნაპოლისგან ახალ, მინიმუმ 3-წლიან კონტრაქტს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ზაფხულში მერეტის ტრანსფერზე დაყენებას მოითხოვს.