Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ბეტისის ნახევარმცველის მიმართ ინტერესს არ კარგავს

MilanNews-ის ინფორმაციით, მილანი ბეტისის ნახევარმცველის ნაბილ ფეკირის მიმართ ინტერესს არ კარგავს და მის გაფორმებას კდიევ ერთხელ ზაფხულში ეცდება.

30 წლის ფრანგს მილანს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში უკავშირებდნენ, თუმცა მაშინ გუნდებს შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა.

წყაროს ცნობით, მილანს კონკურენციას გალათასარაი და არაბული ალ-იტიჰადი გაუწევენ. ესპანელები მის სანაცვლოდ 10-12 მილიონ ევროს ითხოვენ.