Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ბრაჰიმ დიასის დაბრუნებას განიხილავს…

იტალიური მედიის ინფორამციით, მილანმა შესაძლოა სეზონის ბოლოს რეალიდან ბრაჰიმ დიასის დაბრუნება სცადოს.

მილანში იჯარით გატარებული 3 წლის შემდეგ, დიასი რეალს გასულ ზაფხულს დაუბრუნდა, თუმცა მას ბევრი სათამაშო დრო არ ეძლევა და მიმდინარე სეზონში მოედანზე მხოლოდ 193 წუთი გაატარა.

MilanNews-ის ცნობით, სათამაშო დროის ნაკლებობის გამო უკმაყოფილო დიასმა შესაძლოა სეზონის ბოლოს გუნდის დატოვება მოისურვოს და მისი პრიორიტეტი სწორედ მილანში დაბრუნება იქნება…