მილანი ჩუკვუეზეს ტრანსფერზე მუშაობას დღეს დაასრულებს
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მილანი და ვილიარეალი სამუელ ჩუკვუეზეს თაობაზე საბუთებს დღეს გაცვლიან, რის შემდეგაც ფეხბურთელი იტალიაში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და როსონერის რიგებს შეუერთდება.
ჩუკვუეზეს გაფორმება მილანს ბონუსების ჩათვლით 28 მილიონი ევრო დაუჯდება, რაც თავიდან მოთხოვნილ 35 მილიონზე გაცილებით ნაკლებია.
24 წლის ნიგერიელი ფეხბურთელი მილანთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი გასამრჯელო სეზონში 3.8 მილიონი ევრო იქნება.