მილანი და ბეტისი მირანდას ტრანსფერის დეტალებზე შეთანხმდნენ
იტალიელი ჟურნალისტის მატეო მორეტოს ინფორმაციით, მილანი და ბეტისი ხუან მირანდას ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებენ და შეთანხმებასთა ნახლოს არიან.
წყაროს ცნობით, ლომბარდიული გრანდი 23 წლის მარცხენა მცველის სანაცვლოდ, რომლის მიმდინარე კონტრაქტი ბეტისთან სეზონის ბოლოს იწურება, 5 მილიონ ევროს გადაიხდის.
მირანდა მილანთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი წლიური გასამრჯელო 1.8 მილიონი ევრო იქნება.