მილანი და ნაპოლი არსენალის ფორვარდისთვის იბრძოლებენ
ბრიტანული მედიის ცნობით, ნაპოლი და მილანი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არსენალის ფორვარდის ფლორიან ბალოგუნის ტრანსფერისთვის იბრძოლებენ.
21 წლის ფორვარდი იჯარის წესით რეიმსის რიგებში იმყოფება და მან ამ სეზონში ჩატარებულ 38 მატჩში 21 გოლი გაიტანა, 3 საგოლე გადაცემა გააკეთა და არაერთი გრანდის ინტერესი დაიმსახურა.
The Mirror-ის ცნობით, ამ მომენტისთვის ყველაზე მეტად მილანი და ნაპოლი აქტიურობენ. როსონერი იბრაჰიმოვიჩი-ორიგის შემცვლელების ძიებაშია, ნაპოლი ახალგაზრდა ფორვარდის ტრანსფერზე გუნდიდან ვიქტორ ოსიმენის წასვლის შემთხვევაში გააქტიურდება. არსენალი მის საანცვლოდ 35-40 მილიონ ევროს ითხოვს.