Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი და ნაპოლი სელტას ტრანსფერისთვის იბრძოლებენ

იტალიური მედიის ცნობით, მილანი და ნაპოლი სელტას ნახევარმცველის გაბრი ვეიგას ტრანსფერით ინტერესდებიან.

20 წლის ესპანელ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში ლა ლიგის 24 მატჩში 8 გოლი და 3 საგოლე გადაცემა დაუგროვდა, რამაც მის მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაზარდა.

გავლენიანი გამოცემა ESPN-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა ტალანტის კონტრაქტში არსებული პუნქტის მიხედვით, მისი გამოსყიდვა ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს ზაფხულში 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება.

წყაროს ცნობით, იტალიურ გრანდებს კონკურენციას ლივერპული, მანჩესტერ იუნაიტედი და ნიუკასლი გაუწევენ.