Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი და ნაპოლი უდინეზეს ფორვარდის ტრანსფერით ინტერესდებიან

იტალიური წყაროების ცნობით, მილანი და ნაპოლი უდინეზეს პორტუგალიელი ფორვარდის ბეტუს ტრანსფერით ინტერესდებიან.

მილანი ზაფხულში შეტევის ხაზის გაძლიერებას გეგმავს და MilanNews-ის ინფორმაციით, მათი ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნე სწორედ 25 წლის ფეხბურთელი იქნება, რომელმაც მიმდინარე სეზონში 29 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

წყაროს ცნობით, მილანს კონკურენციას ნაპოლი გაუწევს, თუმცა პარტენოპეი მის ტრანსფერზე მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებს, თუ გუნდს ზაფხულში ვიქტორ ოსიმენი დატოვებს. ბიანკონერი ბეტუს სანაცვლოდ დაახლოებით 20-25 მილიონ ევროს ითხოვს.