Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი დონარუმას ‘თბილ’ დახვედრას უმზადებს…

იტალიური მედიის ცნობით, მილანუს Curva Sud-ი ჯანლუიჯი დონარუმას დასახვედრად გამორჩეულად ემზადება.

Corriere della Sera-ს ინფორმაციით, მილანის ულტრასები ყალბ ფულს ამზადებენ, რომელსაც მინდორზე მატჩის მსვლელობისას გადაყრიან და ჯიჯოს თავიანთი დამოკიდებულების შესახებ კიდევ ერთხელ მიანიშნებენ.

ამის გარდა, ულტრასებს 71-ნომრიანი მაისურები ეცმებათ, რაც ნეაპოლიტანურად ‘გამოუსადეგარ, უსარგებლო’ ადამიანს ნიშნავს…