მილანი ფირმინოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
დაიჩი კამადასთან ერთად, მილანი კიდევ ერთი თავისუფალი აგენტის – რობერტო ფირმინოს გაფორმებას ცდილობს.
ბრაზილიელი ფორვარდის მიმდინარე კონტრაქტი ლივერპულთან რამდენიმე დღეში იწურება და მის გაფორმებას არაერთი ევროპული გრანდი, მათ შორის მილანი ცდილობს.
გამოცემა BBC-ს ცნობით, მილანი ფეხბურთელის წარმომადგენლებთან აქტიურ მოლაპარაკებებს მართავს და იმედი აქვს, რომ ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის შეთანხმებას უახლოეს დღეებში შეძლებს.