Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ფოფანას ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს

დანიელე ლონგოს ინფორმაციით, მილანსა და მონაკოს შორის იუსუფ ფოფანას ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.

ნახევარმცველის გაფორმება ზაფხულში როსონერის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება და 25 წლის ფრანგი ფეხბურთელი მათი მთავარი სამიზნე გახლავთ.

წყაროს ცნობით, მონაკოს ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონი ევროს მიღება სურს, როსონერის კი მისი 15-20 მილიონ ევროდ გაფორმების იმედი აქვს.

თუ მხარეები ვერ შეთანხმდნენ, მილანს ალტერნატიული ვარიანტი უკვე შერჩეული ჰყავს და ეს ფიორენტინას სოფიან ამრაბატია.