Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი იანვარში 2 პოზიციის გაძლიერებას გეგმავს

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მინიმუმ ორი ფეხბურთელის დამატებას აპირებს.

ანტონიო ვიტიელოს ინფორმაციით, ლომბარდიული გრანდის პრიორიტეტი ცენტრალური მცველის და ერთი ცენტრ-ფორვარდის გაფორმება იქნება.

წყაროს ინფორმაციით, მილანი პირველ რიგში მცველის ტრანსფერზე მუშაობით დაკავდება, რადგან პიერ კალულუსა და სიმონ კიაერის ფიზიკური პრობლემების ფონზე გუნდს მცველი აუცილებლად სჭირდება.

ფორვარდს რაც შეეხება, მილანი იანვარში მხოლოდ შედარებით იაფიანი კანდიდატების გაფორმებას განიხილავს, ზაფხულში კი გუნდის ხელმძღვანელობა ლილთან ჯონათან დევიდის ტრანსფერზე მოლაპარაკებების განახლებას გეგამვს.