Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი იანვარში მცველის გაფორმებას გეგმავს

MilanNews-ის ინფორმაციით, მილანი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ცენტრალური მცველის გაფორმებას გეგმავს.

სიმონ კიაერის ხშირი ტრავმიანობისა და პიერ კალულუს სიტუაციის გამო, რომელსაც დაახლოებით 3-4 თვე გაუცდება, ლომბარდიულ გრანდს დაცვის ცენტრალური ზონის გაძლიერება მოუწევს.

წყაროს ცნობით, მილანი ისეთ ფეხბურთელს ეძებს, რომლის 6-თვიანი იჯარით გაფორმება შეეძლება, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.