მილანი იანვარში შალკეს ტალანტის გამოსასყიდი თანხის გადახდას განიხილავს…
მილანი შალკეს ახალგაზრდა ტალანტის ასან უედრაოგოს ტრანსფერით ინტერესდება და არ არის გამორიცხული, ლომბარდიულმა გრანდმა იანვარში 17 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა გადაიხადოს.
ახალგაზრდა ნახევარმცველი გერმანიაში ერთ-ერთ გამორჩეულ ტალანტად მოიაზრება და მის მიმართ ინტერესს მილანის გარდა ინგლისური, ესპანური და გერმანული გრანდები იჩენენ.
MilanNews-ის ცნობით, ზედმეტი კონკურენციის თავიდან ასარიდებლად, მილანი იანვარში ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხის – 11 მილიონი ევროს გადახდას განიხილავს…