Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი იბრას დაბრუნებას დღეს გააოფიციალურებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ზლატან იბრაჰიმოვიჩის მილანში დაბრუნება დღეს გაოფიციალურდება.

ანტონიო ვიტიელოს ინფორმაციით, ლეგენდარული შვედის ზუსტი პოზიცია ლომბარდიულ გრანდში ჯერ უცნობია, თუმცა ის მილანის მფლობელის ჯერი კარდინალეს წარმომადგენელი და ნდობით აღჭურვილი პირი იქნება.

იბრამ მილანის მაისურით 163 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 93 გოლი გაიტანა, მან როსონერისთან ერთად 2 სკუდეტო და 1 სუპერკოპა მოიგო.