მილანი იბრას დაბრუნებას თვის ბოლოს გააოფიციალურებს
იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანის ლეგენდარული ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ლომბარდიული გრანდის რიგებს ოფიციალურად მიმდინარე თვის ბოლოს დაუბრუნდება.
Tuttosport-ის ცნობით, ჩემპიონთა ლიგაზე დორტმუნდთან დაგეგმილი მატჩისთვის გუნდის მფლობელი ჯერი კარდინალე მილანში ჩაფრინდება და იბრას გუნდში დაბრუნებაც სწორედ ამის შემდეგ გაოფიციალურდება.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა პოზიციას დაიკავებს გუნდში იბრა, თუმცა მისი მთავარი მოვალეობა გასახდელსა და გუნდის ხელმძღვანელობას შორის ერთგვარი ხიდის ფუნქცია იქნება.