მილანი იუვენტუსის ფორვარდით ინტერესდება
მილანი ცენტრ-ფორვარდის ძიებას აგრძელებს და იტალიური მედიის ინფორმაციით, როსონერი იუვენტუსის მოიზე კინის ტრანსფერით ინტერესდება.
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მილანმა იუვენტუსს კინის 1-წლიანი იჯარით გაფორმება შესთავაზა, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც გარკვეული პირობების შემთხვევაში სავალდებულო გახდება.
წყაროს ცნობით, იუვენტუსი კინის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ მას იჯარით მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუშვებს, თუ გამოსყიდვის პუნქტი სავალდებულო იქნება.