Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი იუვენტუსის მცველის ტრანსფერზე გააქტიურდა

მილანი ფოდე ბალო-ტურეს შემცვლელის ძიებაშია და იტალიური მედიის ცნობით, როსონერი იუვენტუსის უკანახაზელის ლუკა პელეგრინის ტრანსფერით ინტერესდება.

ალფრედო პედულას ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, უახლოეს პერიოდში 24 წლის იტალიელი ლომბარდიული გრანდის რიგებს შეუერთდეს.

პელეგრინის მიმართ ინტერესს ლაციო და ნიცაც იჩენენ, თუმცა ამ მომენტისთვის შეთანხმება არც ერთ გუნდთან არ არსებობს. ტურინელები მის სანაცვლოდ დაახლოებით 9-10 მილიონს ითხოვენ.