მილანი ჟირუს ახალ კონტრაქტზე მუშაობს
იტალიური მედიის ცნობით, მილანი ოლივიე ჟირუს ახალ კონტრაქტზე აქტიურად მუშაობს და ფრანგი ფეხბურთელი გუნდთან ხელშეკრულებას უახლოეს პერიოდში გაახანგრძლივებს.
ვეტერანი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი მილანთან სეზონის ბოლოს იწურება და როსონერის მისი კიდევ 1 წლით შენარჩუნება სურს.
MilanNews-ის ცნობით, ჟირუს წლიური გასამრჯელო ახალი კონტრაქტის მიხედვით 3.5 მილიონიდან 2.5 მილიონამდე შემცირდება.