მილანი ლუკაკუს იჯარით გაფორმებას ცდილობს
იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანი ჩელსის ფორვარდის რომელუ ლუკაკუს იჯარით გაფორმებას ცდილობს, შემდგომში მისი გამოსყიდვის პერსპექტივით.
ინტერსა და იუვენტუსში ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ, ბელგიელ ფორვარდზე უარი ამჯერად რომამ თქვა, რომლისთვისაც რომელუს გაფორმება ფინანსური სიტუაციის გამო შეუძლებელი აღმოჩნდა და ლევერკუზენის სარდარ აზმუნზე გადაერთო, მილანი კი ამ მომენტისთვის იტალიაში ლუკაკუს გაფორმების ერთადერთი რეალური კანდიდატია, ჩელსისთან არსებული კარგი ურთიერთობის ფონზე კი ლომბარდიულ გრანდს იმედი აქვს, რომ ლონდონელებს ბელგიელი შემტევის იჯარაზე დაიყოლიებს.
Corriere della Sera-ს ინფორმაციით, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში შესაძლოა იუვენტუსი გააქტიურდეს, თუ ტურინულმა გრანდმა უახლოეს დღეებში მოიზე კინის გაყიდვა შეძლო.