მილანი ლუკაკუს სიტუაციას ყურადღებით აკვირდება…
იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანმა შესაძლოა სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს ჩელსის ფორვარდის რომელუ ლუკაკუს გაფორმება სცადოს.
ლომბარდიული გრანდი ფორვარდის ძიებას აგრძელებს, თუმცა ჯერჯერობით შესაბამისი კადრის პოვნას ვერ ახერხებს და ჯოვანი ალბანეზეს ცნობით, მილანის ხელმძღვანელობამ შესაძლოა რომელუ ლუკაკუს იჯარით გაფორმება სცადოს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.
ჩელსის ლუკაკუს საბოლოოდ გაყიდვა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სურს, თუმცა მის სანაცვლოდ მოთხოვნილი 35-40 მილიონის გადახდას არავინ აპირებს. ბელგიელი ლონდონური გუნდის გეგმებში არ შედის და მილანს იმედი აქვს, რომ სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს, თუ იქამდე როსონერიმ ცენტრ-ფორვარდის გაფორმება ვერ შეძლო, ინგლისელები ლუკაკუს იჯარით გაშვებას დათანხმდება.