Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი მონპელიეს ფორვარდით ინტერესდება…

მილანი სეზონის ბოლოს ლილის ჯონათან დევიდის გაფორმებას ეცდება, თუმცა იანვარში გუნდი შეტევის გაძლიერებას შედარებით იაფი ტრანსფერით გეგმავს და იტალიური წყაროების ცნობით, გუნდმა პრიორიტეტული სამიზნე უკვე შეარჩია.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ლომბარდიული გრანდი მონპელიეს ნიგერიელი ფორვარდის აკორ ადამსის ტრანსფერით ინტერესდება.

23 წლის ფეხბურთელის აქტივში მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 მატჩში 7 გოლი გახლავთ. ადამსის გაფორმება მილანს დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაუჯდება.