Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი მორატას კანდიდატურას არ ივიწყებს…

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მილანი მინიმუმ ერთი ფორვარდის გაფორმებას გეგმავს და იტალიური გრანდის ხელმძღვანელობას პოტენციური კადრების შერჩევა უკვე დაწყებული აქვს.

იტალიური გამოცემა La Repubblica-ს ინფორმაციით, მილანის ერთ-ერთი სამიზნე ატლეტიკოს ფორვარდი ალვარო მორატა იქნება, რომელსაც როგორც სერია ა-ში, ასევე ევროპულ ტურნირებზე თამაშის დიდი გამოცდილება აქვს და მისი გაფორმება საკმაოდ ხელსაყრელ ფასად იქნება შესაძლებელი.

30 წლის ესპანელის მიმდინარე კონტრაქტი მადრიდელებთან 2024 წლის ზაფხულში იწურება და როსონერის ფეხბურთელის გაფორმება 20-25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება.