Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი მოტასთან მოლაპარაკებებს შეუდგა

იტალიელი ჟურნალისტის სებასტიანო სარნოს ინფორმაციით, მილანმა ბოლონიას მთავარ მწვრთნელთან ტიაგო მოტასთან მოლაპარაკებები დაიწყო.

წყარსო ცნობით, ჯერჯერობით სტეფანო პიოლის გაშვება გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ მისი გუნდიდან წასვლის შემთხვევაში როსონერის პრიორიტეტი სწორედ იტალო-ბრაზილიელი სპეციალისტი იქნება.

გამოცემის ინფორმაციით, მოტას მიმართ არსებული დიდი ინტერესის ფონზე, მილანს მისი ალტერნატივებიც შერჩეული ჰყავს და თუ ტიაგოს დარწმუნება ვერ მოხერხდა, ლომბარდიული გრანდი კონტესა და ლოპოტეგის კანდიდატურებს მიუბრუნდება.