Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი პიოლის გაშვებას განიხილავს…

იტალიელი ჟურნალისტის სებასტიანო სარნოს ინფორმაციით, მილანის ხელმძღვანელობა სტეფანო პიოლის გუნდიდან გაშვებას სერიოზულად განიხილავს.

მილანმა ბოლო 4 მატჩში მხოლოდ 2 ქულის მოპოვება შეძლო და აშკარაა, რომ გუნდი სტაბილურობის შენარჩუნებას ვერ ახერხებს, რაც მილანის ხელმძღვანელობის უკმაყოფილებას იწვევს.

წყაროს ცნობით, ჯერჯერობით პიოლის გაშვება გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ აღნიშნული საკითხი სერიოზულად განიხილება.